გერმანიის საელჩო: მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გერმანიისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ

საქართველოში გერმანიის საელჩო გერმანიისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება.

ამის შესახებ საელჩო განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გერმანიისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მოგზაურობა ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან ისევ ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. ეს არის გერმანიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტი”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრები გახსნა, ეს ქვეყნებია – გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები