„ქალთა ოთახი“ – ახალი მუნიციპალური სერვისი ზესტაფონის მერიაში

ზესტაფონის მერიის შენობაში ახალი მუნიციპალური სერვისი – „ქალთა ოთახი“ ამოქმედდა. სრულიად განსხვავებული ღია სივრცის პრეზენტაცია სოფელ არგვეთაში შედგა, რომელსაც მეწარმე ქალბატონები ესწრებოდნენ.

ახალი მუნიციპალური სერვისი – „ქალთა ოთახი“ არის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო – საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი – სოფლად მცხოვრებ ქალებს მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში; გაზარდოს და წაახალისოს ქალთა თანამონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში (საკრებულოს, მუნიციპალიტეტის, სოფლის კრებებში მონაწილეობა
„ქალთა ოთახი“ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვასა და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის ზრდას.
„ქალთა ოთახის“ საშუალებით, მუნიციპალიტეტი საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით კი, ქალებსა და ბავშვებს) სთავაზობს როგორც საინფორმაციო – საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ასევე – თავისუფალ სივრცეს დასვენებისა და სოციალური აქტივობისთვის.
„ქალთა ოთახის“, როგორც სერვისის, მომხმარებლები არიან:
ადგილობრივი მოსახლეობა (ქალები, მამაკაცები, ახალგაზრდები, ბავშვები);
მუნიციპალიტეტის თანამშრომლები;
არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ა.შ.

კერძო სექტორი.

„ქალთა ოთახი“ განთავსებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე და მის ვიზიტორებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ:
კომპიუტერით და ინტერნეტით;
ბიბლიოთეკით;
საბავშვო კუთხით;
სივრცით, სხვადასხვა შეხვედრის მოსაწყობად;
საკონსულტაცი სერვისით.

ახალი მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ მიზნებია:

დაეხმაროს მუნიციპალიტეტსა და მის თანამშრომლებს (მაგ . სოფლის რწმუნებულებს) გენდერული თანასწორობის პრინცეპების გააზრებასა და შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციაში;

ხელი შეუწყოს ქალთა მონაწილეობას გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში:

უზრუნველყოს მეტი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო და ადგილობრივ სერვისებსა და პროგრამებზე, რომლებსაც საგრძნობლად შეუძლიათ, შეცვალონ მათი ცხოვრებისა და კეთილდღეობის დონე ( მაგ. მიაწოდონ ინფორმაცია, ჯანდაცვის პროგრამებზე, სოფლის მეურნეობის პროგრამებზე და ა.შ);
გაზარდოს ქალების ( და ასწევე მამაკაცების) ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მათთვის უფასო ინტერნეტისა და ბიბლიოთეკის შეთავაზებით.

დაეხმაროს ქალებს მათი მოსაზრებებისა და პოზიციების ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიტანა – დაფიქსირებაში;

წაახალისოს ქალთა ინიციატივები, რომელიც მიმართულია ადგილობრივი საჭიროებების მოგვარებაზე;
მუნიციპალიტეტის დახმარებით განახორციელოს მცირე პროექტები, რომლებიც ქალთა გაძლიერებისკენ არის მიმართული ( მაგ. ენის შემსწავლელი კურსები, ახალგაზრდა დედების კურსები, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები და ა.შ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები