დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აჟიტირებულია, ისინი მხოლოდ ინიცირებულ და არა დამტკიცებულ ინიციატავას შემდგარ აქტად და უტყუარ ჭეშმარიტებად ასაღებენ

“დემოკრატიული ცვლილებების” ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, აშშ-ს მიერ დახმარების სახით გამოყოფილი თანხის 15% -ის ათვისების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

“დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, შესაძლოა საქართველოს, ხაზს ვუსვამ, შესაძლოა, აშშ- ს მიერ დახმარების სახით გამოყოფილი თანხის 15% -ის ათვისება შეეზღუდოს.

აღნიშნული დამოკიდებულია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე, რომელმაც საქართველოში დემოკრატიის მაღალი ხარისხი უნდა დაადასტუროს ან უარყოს. რა თქმა უნდა ოპოზიცია აჟიტირებულია, ისინი მხოლოდ ინიცირებულ და არა დამტკიცებულ ინიციატავას შემდგარ აქტად და უტყუარ ჭეშმარიტებად ასაღებენ.

ფაქტი კი შემდეგია: კონგრესის მიერ 2020 წელს მიღებულ დოკუმენტში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და 132 025 000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.

აღნიშნული ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველო აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ყოველწლიურად ძლიერდება.

რაც შეეხება დემოკრატიას, აღნიშნული კუთხით საქართველოს ხელშესახები პროგრესი აქვს. დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, რომელიც ბრიტანული კომპანია „ეკონომისტ ინტელიჯენს იუნიტის“ (EIU) მკვლევარების მიერ არის შედგენილი, საქართველო მსოფლიოში 89-ე ადგილს იკავებს (2019წელი) 2011
წელს კი საქართველო 102 ადგილზე იყო.

ეს არის მშრალი ფაქტი, რომლის გადამოწმება ყველას შეუძლია. დამეთანხმებით დემოკრატიის კუთხით ქვეყანა ვითარდება და ამას საქართველოს თითოეული მოქალაქე ხედავს.

მიჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ კონგრესმენთა ნაწილისთვის დემოკრატია მართლა მნიშვნელოვანია, 2011 წელს, მაშინ როდესაც საქართველოში დემოკრატია არ არსებობდა რატომ დუმდნენ? ხომ იცით, რიგ შემთხვევაში დუმილი, ქმედებაზე დიდი დანაშაულია”, –  აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები