საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული, საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული, საქართველოს მოქალაქე, აფაჯად მაგარამოვა გათავისუფლებულია, – ამის შესახებ “კვირას” სუს- ში დაუდასტურეს.
სუს-ის ინფორმაციით, აფაჯად მაგარამოვამ ოკუპირებული ცხინვალი უკვე დატოვა.
სავარაუდოდ, ის ოჯახს საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება.
აფაჯად მაგარამოვა ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა.