ანდრიაძე: ვხვდები იმ ძალებს, რომლებიც არც „ოცნების“ და არც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, მოვუწოდებ, მაჟორიტარულ ოლექებში მაინც გავერთიანდეთ

„ეროვნულ – ქრისტიანული მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი ანდრიაძე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატობას გეგმავს, იმ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომლებიც “ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში არ არიან. როგორც ანდრიაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, ამ პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიონ და მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს კონკურენტები არ დაუყენონ. მისივე თქმით, შესაძლოა, კენჭი საბურთალოს ან მთაწმინდის ოლქში იყაროს.

„ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ ჩვენს ამომრჩეველს, მოსახლეობას. პარტიულ ტელევიზიებში ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი, არსებობს პოლიტიკოსების კონტინგენტი, რომელსაც უნდა დაუძახონ და რომელსაც არ უნდა დაუძახონ. ამიტომ, ჩვენთვის ყოველი ასეთი მოწვევა და განცხადების გაკეთება მნიშვნელოვანია. ყველასთვის ნათელია, რომ ქართველი ამომრჩეველის უმეტესაობა არ მიდის არჩევნებზე. ბოლო, საპრეზიდენტო არჩევნებს თუ განვიხილავთ, ყველას ახსოვს, 17 % მიიღო ზურაბიშვილმა, 16 % კი – ვაშაძემ. ჩვენი მიზანია ამ დარჩენილი 70 %-ის გააქტიურება. ამის გამო ვცდილობთ ყველა არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას. მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს: ეს ადამიანები, პოლიტიკური ორგანიზაციები გავერთიანდეთ და კოორდინაცია გავაკეთოთ მაჟორიტარულ ოლექებში მაინც. მე უფრო დიდი რამე მინდოდა – მინდოდა ამ პოლიტიკური ძალების გაერთიანება და მესამე ცენტრის შექმნა, მაგრამ ეს არ გამოდის. ახლა ვცდილობ, იქნებ, როგორმე ისე მაინც გამოვიდეს, რომ ამ მესამე პოლიტიკურმა ძალებმა, „არა ნაცებმა“ და „არა ქოცებმა“, მოახდინონ კოორდინაცია, რომ მაჟორიტარულ ოპლქებში ერთმანეთს არ დაუყენონ კონკურენტები. საერთოდ, მაჟრიტარულ არჩევნებზე გასვლა, როცა ორი დიდი ურჩხული მოთამაშე, “ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნება“ არსებობს, თავისი ფულითა და მასმედიით, ამ შემთხვევაშიც კი თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ ბრძოლა ყოველთვის საჭიროა. მესამე ფრონტის არგაერთიანება, არაკოორდინაცია ხელისუფლებასა და მის შეხმატკბილებულ, ე.წ. ოპოზიციას აწყობს. ასეთ შემთხვავაში შეიძლება, აღარ მივიღო მონაწილეობა, რადგან აზრი აღარ ექნება, მაგრამ ძალისხმევას ვახმარ ამ შეხვედრებს. ვხვდები ბევრ იმ ძალას, რომელიც არ არის არც „ოცნების“ და არც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი. ვცდილობ, იქნებ წამოვიდნენ ამ ტიპის თანამშრომლობაზე“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები