მონღოლეთში წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია
მონღოლეთის რამდენიმე პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 8 ადამიანი და რამდენიმე ათასი პირუტყვი დაიღუპა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.
ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება.
გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სამ სოფელში 7 ათასზე მეტი პირუტყვი ემსხვერპლა.
ასევე, კიდევ სამ სოფელში წყალმა 2 360 საცხოვრებელი სახლი დატბორა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ქვეყნის დიდ ნაწილში წვიმა ისევ გაგრძელდება. მეტეოროლოგები მოსახლეობას უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.