სად განთავსდება საპენსიო დანაზოგები და რამდენია ინვესტირების შედეგად მიღებული სარგებელი

საპენსიო სააგენტოს განცხადებით, საპენსიო დანაზოგების განთავსება მხოლოდ ნაკლებადრისკიან პორტფელში ხდება.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, კანონი მოიაზრებს სამი ტიპის პორტფელში ინვესტიციებს: ნაკლებადრისკიან, საშუალორისკიან და მაღალრისკიან პორტფელებში. კანონის თანახმად, პირველი ხუთი წლის განმავლობაში საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებადრისკიან პორტფელშია შესაძლებელი.
როგორც ირკვევა, ამჟამად, საპენსიო დანაზოგები ინვესტირებულია ქართულ კომერციულ ბანკებში, მხოლოდ დაბალი რისკის მქონე ინსტრუმენტებში და ერიცხება ბაზარზე არსებული საუკეთესო შესაძლო სარგებელი.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ, დღეის მდგომარეობით, საპენსიო დანაზოგებს უკვე დარიცხული აქვს 60 მილიონ ლარამდე სარგებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები