ავტოპარკი 2019 – რა ფერის, ასაკის, მარკის ავტომობილებს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ავტოპარკის ემადგენლობა საქართველოში 4 %-ით გაიზარდა. ავტოპარკის 62 % მსუბუქი ავტომობილებია, მაღალი გამავლობის ავტომობილების ე.წ. ჯიპებისა და ქროსოვერების რაოდენობა 20 %-ს არ აღემატება. ავტოპარკის მხოლოდ 7.4 %-ს შეადგენს სატვირთო ავტომობილების რაოდენეობა. კიდევ უფრო ნაკლებია, დაახლოებით, 3,9 % სამგზავრო (ავტობუსები, მიკროავტობუსები) ავტობუსების წილი.

რაც შეეხება ავტოპარკის შემადგენლობას ძარის ტიპის მიხედვით – 2019 ელის პირველადი რეგისტრაციის მიხედვით, საქართველოში ავტომფლობელების 35 % უპირატედობას “სედანს” ანიჭებს. 28 %-ით მეორე ადგილზე “ჰეტჩბეკის” ტიპის ავტომობილებია. მაღალი გამავლობის ავტომობილების წილი 20 %-ს შეადგენს.

მფლობელთა რეგისტრაციის მიხედვით, ავტოპარკის 36 .1 % თბილისშია თავმოყრილი. 13.1 %-ით მეორე ადგილზე იმერეთია. ავტოპარკის 10.1 %-ია რეგისტრირებული ქვემო ქართლში. 8.8 %-ით მეოთხე ადგილზე კახეთია.

რაც შეეხება ავტოპარკის ასაკობრივ მდგომარეობას. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 48 % 20 წლისა და მეტი ხნისაა. 38.7 % – ს შეადგენს 11-20 წლის წინ გამოშვებული ავტომობილების ხვედრითი წილი. 7-10 წლის ავტომობილების წილი საქართველოში 7.3 % -ს არ აღემატება. 3.8 %-ია იმავტონობილების წილი, რომლებიც 4-6 წლის წინაა გამოშვებული. 1.7 %-ს შეადგენს 1 დან 3 წლამდე ავტომობილების წილი, ხოლო 1 წლამდე ავტომობილების წილი 0,5 %-ს არ აღემატება.
საქართველოში გავრცელებული ბრენდების ტოპ ათეულს 177 659 ერთეულით სათავაში „მერსედესი“ უდგას. გასაკვირია თუმცა ფაქტია, რომ მეორე ადგილზე საბჭოურ-რუსული წარმოების „ვაზია“. ეს ბრენდი საქართველოში 156 191 ერთეულით არის წარმოდგენილი. 128ბ 581 ერეულით მესამე ადგლზე „ოპელია“ ხოლო ცნობილი იაპონური ბრენდი, “ტოიოტა” საქართველოში 117 543 ერთეულით არის წარმოდგენილი.

როგორც ირკვევა, საქართველოში ქალებს შორის ყველაზე პოპულარული მარკა „ტოიოტაა“. ამ ბრენდს უპირატესობას ქალების 34 % ანიჭებს. 11.9%-ით მეორე „ჰიუნდაია“. 8.6 %-ით მესამე „ფორდია“. 6 %-ით მხოლოდ მეოთხეა „მერსედესი“. 5.5 %-ით ხუთეულშია „ნისანიც“. განსხვავებულია კაცების ხუთეული, თუმცა 30%-ით ყველაზე პოპულარული ამ შემთხვევაშიც „ტოიოტაა“. 12 % -ით მეორე ადგილზე “ფორფია”. “მერსედესს” კაცების მხოლოდ 9.7 % ანიჭებს უპირატესობას. 7.4 %-ით მეოთხე “ჰიუნდაია”, ხოლო ხუთეულს 5 %-ით “ჰონდა” კეტავს. ფერებიდან ყველაზე პოპულარული საქართველოში რუხი, ანუ ვერცხლისფერია, მეორე ადგილზე თერი ფერია, მესამეზე – ლურჯი, შემდეგ – შავი, წითელი და მწვანე ფერია.

რაც შეეხება ავტომობილების იმპორტ-ექსპორტის დინამიკას 2019 წელს.

2018 წელთან შედარებით 20 %-ით შემცირდა, თუმცა 31 პროცენტით საქართველოში იპორტიტებილ ავტომობილებს შორის „ტოიოტა“ ლიდერობს. 11.8 %-ით მეორეზეა „ფორდი“, ხოლო 8,7 %-ით მესამეზე „მერსედესი“.

2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ავტომობილების ექსპორტ-რეექსპორტი საქართველოდან 96.7 %-ით გაიზარდა. მთავარი ექსპორტიორების ხუთეულში სომხეთი ლიდერონს, მეორეზე აზერბაიჯანია, შემდეგ – უკრაინა ყირგიზეთი და რუსეთი მოდიან. როგორც ირკვევა, ყველაზე ხშირად ექსპორტ – რეექსპორტს 11 დან 20 წლამდე ასაკის ავტომობილები ექვემდებარება. მათი წილი 50 %-ს შეადგენს. 22 %-ით მეორე ადგილზე 7დან 10 წლამდე ავტომობილებია.15 %-იანიმოთხოვნაა 4 დან 6 წლამდე ავტომობილებზე.

ექსპორტზე გასული ავტომობილების 26 .3 % 2019 წელს „ოპელის“ მარკა იყო. 17 %-ით მეორე „ტოიოტაა“, ხოლო 9.3 %-ით მესამე „მერსედესია“.

რაც შეეხება მარცხენა და მარჯვენა საჭიანი ავტომობილების ექსპორტსა და იმპორტს.
2019 წელს საქართველოში 62 201 მარცხენა საჭიანი ავტომობილია იმპორტირებული მაშინ, როცა მარჯვენასაჭიანი ავტომობილის იმპორტი 5124 ერთეულს არ აღემატება. თითქმის იგივე ვითარებაა ექსპორტის შემთხვევაშიც. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე 106 883 მარცხენა საჭიანი ავტომობილი გავიდა. 2019 წელს ექსპორტზე სულ 1055 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები