ალექსანდრე მოწერელია აბაშაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და შეხვედრები გამართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია აბაშის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც მერთან ლავან მაკალათიასთან და მის მოადგილეებთან ერთად სამსახურების უფროსები და მუნიციპალური ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური საკითხები მიმოიხილეს.

ალექსანდრე მოწერელიამ თავის მოადგილეებთან, მალხაზ თორიათან და დავით ვერავასთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსებთან ერთად ასევე მიმოიხილა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა. საუბარი შეეხო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით გატარებულ სამუშაოებს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან და სამსახურის უფროსებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული აბაშის საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა. ალექსანდრე მოწერელია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს, ის არსებულ საჭიროებებს და პრობლემებს პირადად გაეცნობა. სახელმწიფო რწმუნებულმა მსგავსი შეხვედრები ჩხოროწყუსა და ფოთში უკვე გამართა.

ალექსანდრე მოწერელია დღესვე აბაშაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციებს ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები