სტეფანწმინდის ცენტრალური მოედნისა და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაბა სტეფანწმინდის ცენტრალური მოედნისა და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
სამუშაოების მიმდინარეობას ყაზბეგის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან და მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სარეაბილიტაციო არეალში, რომლის სიგრძეც დაახლოებით ორი კილომეტრია პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები ჩატარებულია. ტერიტორიაზე ახალი ორ საფარიანი ასფალტი იგება.
პროექტს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წელს სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად განხორციელდება.
აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ერ ტე დე“ ასრულებს.
ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები ხარისხიანად და გათვალისწინებულ ვადებში შესრულდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები