საქართველოში „მეზღვაურის დღის” ამსახველი ინფორმაცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე გამოაქვეყნა

“მივესალმებით პოზიტიურ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმიანებიან IMO-ს წევრი ქვეყნები “მეზღვაურის დღის” კამპანიას და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ ეკიპაჟის შეცვლის გასაადვილებლად და მეზღვაურების სახლში დასაბრუნებლად. სურათებზე წარმოდგენილია საქართველო, რომელმაც მეზღვაურები ცნო “საკვანძო პროფესიის” წარმომადგენლებად და აპრილიდან დაუშვა ეკიპაჟის შეცვლა 1000-ზე მეტ წევრზე”, – აღნიშნულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის IMO – ს ინფორმაციაში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდებზე – Twitter-სა და Facebook-ში გამოქვეყნდა და საქართველოს ხელისუფლების მიერ მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას მიეძღვნა.
​მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში (BICT) გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ამსახველი ფოტოგალერეა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამაც გადაბეჭდა თავის გვერდზე სოციალურ ქსელში.
მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც ერთერთი პირველი გამოეხმაურა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოწოდებას და 15 ივნისს “მეზღვაური”  “საკვანძო პროფესიად” გამოაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები