ბჟანია: თბილისი, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს იმაზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე – ჩვენ, საჭიროა რევიზიის ჩატარება

ოკუპირებული აფხაზეთის ახლადარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიმ პირველი პრესკონფერენცია გამართა.

სხვა კითხვებთან ერთად, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მას ე.წ. რესპუბლიკაში ელექტროენერგიასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზეც კითხეს, კერძოდ იმაზე, რომ 2021 წელს ენგურჰესი სარემონტო სამუშაოების გამო მუშაობას შეაჩერებს.

ასლან ბჟანიას თქმით, “ამ პერიოდში რესპუბლიკა ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩება. ამ საკითხშიც ასევე დაგვეხმარება რუსეთი, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რა პირობით მოხდება ეს, რომელი სახსრებიდან მოხდება დაფინანსება და როგორ მოხდება პრაქტიკაში ამის განხორციელება”.

“მაგრამ ასე სულ ხომ ვერ იქნება. ჩვენი სპეციალისტები აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების დაუშვებელ მოცულობაზე საუბრობენ. მაგალითად, თბილისი, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე – ჩვენ. ამიტომ, ენერგეტიკულ დარგში საფუძვლიანი რევიზიის ჩატარებაა აუცილებელი”, – აღნიშნა ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები