საკრებულოში "ყაზტრანსგაზის" ხელმძღვანელობას იბარებენ

   მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი ხვალ საკრებულოში შპს “ყაზტრანსგაზის” ხელმძღვანელობას იბარებს. მუსხელიშვილი აცხადებს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საკრებულოს ათობით ადამიანმა მიმართა. მოსახლეობა ჩივის, რომ ქვითრებში ბუნებრივი აირის თვენახევრის ან 2 თვის ხარჯია ასახული. საკრებულოს კომპანიის არგუმენტების მოსმენა სპეციალურ კომისიასთან ერთად სურს. როგორც გიორგი მუსხელიშვილმა აღნიშნა, საკრებულოში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები და თბილისის საკრებულოს შესაბამისი კომისიები აღნიშნულ საკითხს ხვალ განიხილავენ. გიორგი მუსხელიშვილი ითხოვს, რომ “ყაზტრანსგაზის” ხელმძღვანელობამ განმარტოს და წარმოადგინოს მტკიცებულება, თუ რატომ მოხდა ბუნებრივი აირის გადასახადის გაორმაგება. კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ხელმძღვანელობა თბილისის საკრებულოში ოფიციალური წერილის მიღების შემდეგ მივა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები