“ქართულმა მარშმა” პოლიტიკური პარტია დააარსა
“ქართულმა მარშმა” პოლიტიკური პარტია – “ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა” დააარსა.
სადამფუძნებლო ყრილობა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა.
“საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც დამყარებული იქნება ეროვნულ მსოფლმხედველობაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა ეთნიკური, კონფესიური, კულტურული და ტრადიციული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და, რაც მთავარია, საკუთარ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქისთვის ღირსეულად ცხოვრების პირობების შექმნა”, – აცხადებენ “ქართული მარშის” წევრები.