“თიბისის” Live-სესიები გრძელდება – ირაკლი კვირიკაძე და ნესტან-ნენე კვინიკაძე – “აქ.ახლა”

თიბისის Live-სესიები “აქ.ახლა” გრძელდება.

2 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ირაკლი კვირიკაძის სესიას “თიბისის” Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით. ლაივჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი – ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

სესიის „აქ.ახლა – ქართული კინოს ახალი თაობა” ფარგლებში, ირაკლი კვირიკაძე ისაუბრებს პროფესიულ გამოცდილებაზე – თუ რა თვისებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა მსახიობს, რომელსაც ჰოლივუდში წარმატების მიღწევა სურს; როგორ შეიცვალა მსოფლიო კინობიზნესის მოთხოვნები დროსთან ერთად და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მსოფლიო კინოინდუსტრიაში მუშაობა.

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები