დავით ზალკალიანი: მთავარია, რომ საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტოდ მაღალი შეფასება აქვს

“ერთი-ორი გამონაკლისი შეიძლება, იყოს. მათ აქვთ თავიანთი სუბიექტური მოსაზრებები, გარკვეული პოლიტიკური სიმპათიებიც, რომელიც შეიძლება, ლობისტური ორგანიზაციის საქმიანობიდან იყოს გამოწვეული”, – ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის​ საავტორო სტატია.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის მთავარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტოდ უმაღლესი შეფასება აქვს.

„ჩვენ მალინთანაც გავაგრძელებთ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ისიც ადრე თუ გვიან დადგება იმ პოზიციაზე, რაზეც დგას მთლიანი საერთაშორიო საზოგადოება“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საუბარია კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაზე სახელწოდებით – “აშშ უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. კონგრესმენი წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციას. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ამერიკული ბიზნესის გასაძევებლად, რომელიც ქვეყანაში კანონიერად მოქმედებს“. მარკუეინ მალინი ამის მაგალითად კომპანია „ფრონტერას“ მიიჩნევს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები