კოჯორში ცეცხლი ლოკალიზებულია – არ არიან დაშავებულები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კოჯორის ცენტრში, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი მიტოვებულ შენობას ეკიდა.

როგორც მათ “კვირასთან” საუბრისას განმარტეს, ადგილზე მისულია 7 სახანძრო სამაშველო ჯგუფი, რომლებმაც ცეცხლის ლოკალიზება უკვე მოახდინეს.

მათივე ინფორმაციით არ არიან დაშავებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები