ვიოლა ფონ კრამონი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ არ გამოიყენა შესაძლებლობა და მოლაპარაკებების შედეგს ხმა არ მისცა
ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ მოლაპარაკებების შედეგს ხმა არ მისცა.
„პარლამენტის ბოლო გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა, მივულოცო საქართველოს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ყველა პარტიამ ხმა არ მისცა, ეს გაშვებული შესაძლებლობაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვესაუბრეთ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს და მათაც მივეცით რეკომენდაცია, რომ დემოკრატიის დონის განსაზღვრა იმით შეგიძლია, თუ რა პოტენციალს აძლევ შენ ოპოზიციას. ეს კარგი კომპრომისი იყო და სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, მოლაპარაკებების შედეგს ხმა არ მისცა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.