დღეიდან 70 წელს ზემოთ პირების პენსია 250 ლარი, ხოლო მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონრების პენსია 300 ლარი გახდა
დღეიდან 70 წელს ზემოთ პენსიონრებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და 250 ლარს მიაღწევს.
გარდა ამისა, მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, იზრდება მაღალმთიან სოფლად მცხოვრები პენსიონრების პენსიაც და ის 300 ლარით განისაზღვრება.
პენსიების ზრდა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ და სხვა ეკონომიკურმა უწყებამ იმუშავა.