“აშშ მიესალმება საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ მიღებას, რაც მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემის შექმნას გულისხმობს”

„პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას შორის 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად მიღებული ცვლილელები ხელს შეუწყობს მეტ სტაბილურობასა და საპარლამენტო პლურალიზმს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში”, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოეხმაურა და მას ისტორიული უწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად განახორციელოს ეს კანონი.

„შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ მიღებას, რაც მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემის შექმნას გულისხმობს. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას შორის 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად მიღებული ცვლილელები ხელს შეუწყობს მეტ სტაბილურობასა და საპარლამენტო პლურალიზმს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს კანონი რეფორმის შესახებ, რომელიც მთლიანად მოიცავს ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეფექტურად განახორციელოს ეს კანონი. საქართველოს დემოკრატიული ევოლუციის მთავარი გამოცდა საარჩევნო პროცესის თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვა იქნება, რაც წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს. წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თავად არჩევნების პროცესი. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის, საარჩევნო პრაქტიკისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების ძალისხმევაში ისევე, როგორც მის ფართო ევროატლანტიკურ მისწრაფებაში, რაც საუკეთესო თავდაცვაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები