ვეფხვია გულედანი: „ქართულმა ოცნებამ” კვლავ დაამტკიცა, რომ ყველაზე სტაბილური პოლიტიკური ძალაა
„ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო ცვლილებებითა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებით კვლავ დაამტკიცა, რომ ყველაზე სტაბილური პოლიტიკური ძალაა”, – ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვეფხვია გულედანი აცხადებს.
მისი თქმით, ახლა ყველაზე მთავარი ახალი სისტემით დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა, რაც კულმინაცია იქნება „ქართული ოცნების” რეალური ძალის დემონსტრირების.
„ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო ცვლილებებითა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებით კვლავ დაამტკიცა, რომ ყველაზე სტაბილური პოლიტიკური ძალაა განსაკუთრებით „ნაცმოძრაობისა” და მისი განშტოების „ევროპული საქართველოს! დესტრუქციული ბოიკოტის ფონზე, მაშინ, როცა ამ უკანასკნელმა მთელი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი კრიმინალ გიორგი რურუას დაუკავშირა.
ვფიქრობთ, საერთაშორისო საზოგადოებისგან ამ ფაქტს მკაფიო შეფასება ესაჭიროება და, ასევე, მიგვაჩნია, რომ საპირწონედ მმართველი გუნდი დადებით შეფასებას მიიღებს საერთაშორისო საზოგადოებისგან.
ყველაზე მთავარი კი ახალი სისტემით დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა, რაც, ჩვენი შეფასებით, კულმინაცია იქნება „ქართული ოცნების” რეალური ძალის დემონსტრირებისა და გაკოტრებულ ოპოზიციას არჩევნები სააშკარაოზე გამოიყვანს როგორც ქართველი საზოგადოების, ისე – საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
ვულოცავთ მომავალ თაობებს ამ მეტად მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებას და ვიმედოვნებთ, აღნიშნული პროგრესი და გეგმაზომიერი პოლიტიკა მომავალშიც შენარჩუნდება ქვეყნის სასარგებლოდ…”, – აცხადებს ვეფხვია გულედანი.