სოფო კილაძე: შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისი დანაპირები შეასრულა

„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისი დანაპირები შეასრულა. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მიესალმებიან, ვისი უშუალო ძალისხმევითა და ჩართულობით მივიღეთ ეს ცვლილებები”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცებას შემდეგ განაცხადა.

„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისი დანაპირები შეასრულა. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მიესალმებიან, ვისი უშუალო ძალისხმევითა და ჩართულობით მივიღეთ ეს ცვლილებები.  ჯამურად, ამით ჩვენი, ქართული საზოგადოება იხეირებს. რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილს, ვინც ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა – მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის ქვეყნის ინტერესები კი არა, თავიანთი ინტერესები არის ყველაზე წინა პლანზე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამას არჩევნებზე მხედველობაში მიიღებს და იმის მიხედვით გვექნება არჩევნების შედეგები. მთავარია, ჩვენ საბოლოოდ გვაქვს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, მათ შორის ის ოპოზიციაც, რომელიც ხმას არ გვაძლევს. ეს არის ყველაზე მთავარი და, როგორც იტყვიან, შედეგით უნდა გავზომოთ ყველაფერი. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ” შედეგი დადო”, – განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები