საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას პარლამენტთან გამართულ აქციაზე ტაშითა და ჰიმნით შეხვდნენ

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საქართველოს ჰიმნით აღნიშნეს.

როგორც მოძრაობის ერთერთმა წევრმა, ნიკა ფარულავამ განაცხადა, ცვლილებები მნიშვნელოვანია, თუმცა 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის საჭიროა გიორგი რურუას გათავისუფლება.

„მნიშვნელოვანია, რომ აღარასდროს  იქნება საქართველოში ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა. ჩვენ ველოდებით 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე გიორგი რურუას გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეთანხმება ბოლომდე შესრულებულად არ ჩაითვლება”, – განაცხადა ნიკა ფარულავამ.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები