მამუკა მდინარაძე: დღევანდელი ისტორიული დღე “ნაცმოძრაობისა“ და “ევროპული საქართველოსთვის“ ისტერიული აღმოჩნდა

“დღეს ისტორიული დღეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე ისტერიული აღმოჩნდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულმა პარტიებმა შეთანხმების პირობები არ შეასრულეს.

„მე ვთქვი, რომ დღეს არის ისტორიული დღე. „ნაცმოძრაობისა” და „ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული. ეს დამოწმდა მათ მიერ ორგანიზებული აქციით, რომელიც პარლამენტთან გაიმართა. ისინი ისტერიით შეხვდნენ დღევანდელ გადაწყვეტილებას და არა თუ გავიდნენ შეთანხმებიდან, არამედ წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგი. ახლა დღეს რითი შეფუთავენ, რომელიმე კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნით, თუ ასე შემდეგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ისინი გავიდნენ შეთანხმებიდან, არ შეასრულეს შეთანხმების პირობები. მათ აქცია დააორგანიზეს საქართველოს პარლამენტთან. რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო ძალიან ცუდი საქციელი და საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო მოქმედება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს დაამტკიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები