ნიკოლოზ მეტრეველი: უკვე კრიმინალური ოპოზიცია ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც გიორგი რურუა გამოაცხადეს ლიდერად
უკვე კრიმინალური ოპოზიცია ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც გიორგი რურუა გამოაცხადეს ლიდერად, ამიტომ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მეტრეველი გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი პოლიტპატიმარს უწოდებს, ნახსენები არ ყოფილა.
მეტრეველმა ელჩის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების გამოხმაურებებიც შეაფასა.
„ძალიან კარგია, რომ მმართველი ძალა დროულად გამოეხმაურა ძალიან მძიმე განცხადებებს და ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქმის კურსში ჩააყენა. რა შეიძლება ითქვას – ეს სპონტანური განცხადება არაა. ეს დესტრუქციული ძალების მხრიდან ძალიან მიზანმიმართული, ბოროტი ნაბიჯებია. ცოტა ხნის წინ გვახსოვს გუბაზ სანიკიძის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებები აშშ-ის საელჩოს მიმართულებით და ამაზეც იყო ძალინ მკაფიო რეაგირება. ახლა უკვე ნათელაშვილი აკეთებს ასეთი ტიპის განცხადებას. ეს მხოლოდ შეურაცხყოფა არაა. ეს ძალიან მძიმე სახის ბრალდებაა , რომ გერმანიის ელჩი, თითქოს, თანამშრომლობს და ფინანსდება ბიძინა ივანიშვილისგან. წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი? ეს ძალიან მძიმე განცხადებაა და მოჰყვება შეასბამისი შედეგი. ამვე დროს ქართული საზოაგდოება ამ დესტრქუციულ ძალებს სულ რამდნეიმე თვეში გამოუტანს განაჩენს.
იმიტომაც არიან დესტრუქციულები, რომ არსებული რეალობის აღქმის უნარი აქვთ დაკარგული. ალბათ ჩათვალეს, რომ თუ ამ მიმართულებით წავლენ, მოახდენენ გერმანიის ელჩის „გაშავებას“, მის დისკრედიტაციას და მომავალში მისი განცხადებები, მათი ჭკუით, იქნება მიკერძოებული, არ ექნება საზოგადეობაზე დიდი გავლენა.
უკვე კრიმინალური ოპოზიცია ჩამოყალიბდა მას შემედეგ,რ აც გიორგი რურუა გამოაცხადეს ლიდერად, ამიტომ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი , მაგრამ ვხედავთ ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან რა განცხადებები კეთდება, თუნდაც ამერიკის ელჩი აცხადებს, რომ ქართულ -დასავლური ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე. ეს ფაქტია და ღიად დეკლარირებულია.
მთავარი რაცაა – მათი ეს განცხადებები ვერ შეარყვეს ჩვენს ძალიან მჭიდრო კავშირის თუნდაც გერმანიასთან და გერმანელ ხალხთან“- განაცხადა მეტრეველმა.
ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განცხადა, რომ გერმანიის ელჩი გაწვეული უნდა იქნას.
„გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი”- განაცხადა ნათელაშვილმა.
ელჩის განცხადებაც „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერიაც გამოეხმაურა.
“თანავუგრძნობ მას, არ ვიცი მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს,”- განაცხადა ბოკერიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა.
„ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყნის სახელით, ბოდიში მოვუხადოთ გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს ჩვენი მოქალაქის უპასუხისმგებლო და არაეთიკური განცხადების გამო“, – აცხადებენ პარტიაში.