ამირან სალუქვაძე: 1-ელი ივლისიდან საქართველოში ევროზონა იხსნება – საქართველო 14 უსაფრთხო ქვეყანათა შორის მოხვდა
“განა ისეთი რა მოხდა, მაგრამ უბრალოდ სასიამოვნო ფაქტია, რომ შენმა ქვეყანამ წარმატებით გაართვა თავი ისეთ გამოწვევას, რომელსაც უამრავმა, გაცილებით ძლიერმა სახელმწიფომ ვერ გაუძლო”, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველო 14 უსაფრთხო ქვეყანათა შორის მოხვდა.
“1-ელი ივლისიდან საქართველოში ევროზონა იხსნება. საქართველო 14 უსაფრთხო ქვეყანათა შორის მოხვდა.
რატომ უნდა გახაროდა საქართველოს რომელიმე მოქალაქეს, ჩვენთვის ევროკავშირის ზონა რომ დახურულიყო?
ირაკლი მელაშვილს დავესესხები, გუშინდელ პოსტში საინტერესო რიცხვები დადო:
მილიონ მოსახლეზე ტესტირებულთა რაოდენობით (25 507) საქართველომ გადაუსწრო სამხრეთ კორეას (24 414), საფრანგეთს (21 213), ხორვატიას (18 577), უკრაინას 14 677), ბულგარეთსა (19 079) და კიდევ უამრავ სხვა ქვეყანას.
ხომ გახსოვთ, რამდენი ცრუ ტელეგადაცემა, ცრუ “ფეისბუქწერილი”, ცრუ ექიმების თუ ექიმების ცრუ კომენტარები გავრცელდა?! შენახული ასლები: “ესენი ტექსტებს არ ატარებენ”, “მალავენ” და ა.შ.
ჰოდა, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, იქნებ, გამოხატოთ ემოციები?!
განა ისეთი რა მოხდა, მაგრამ უბრალოდ სასიამოვნო ფაქტია, რომ შენმა ქვეყანამ წარმატებით გაართვა თავი ისეთ გამოწვევას, რომელსაც უამრავმა, გაცილებით ძლიერმა სახელმწიფომ ვერ გაუძლო. 14 ქვეყანაში ლამაზი თვალებისთვის რომ ვერ მოვხვდებოდით ხომ ფაქტია?!
უბრალოდ, რატომ უნდა გულშემატკივრობდე უარყოფით შედეგს?!”, – წერს ამირან სალუქვაძე.