გია ვოლსკი: დარწმუნებული ვარ, წინა კენჭისყრებიდან არ მოიძებნება ისეთი დეპუტატი, რომელიც რაიმე გარიგებაში შევა იმ ადამიანებთან, ვისაც უნდა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს
“ჩვენ, რასაკვირველია, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ჩვენ, რასაკვირველია, მხარს დავუჭერთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ არ მოიძებნება ისეთი დეპუტატი, რომელმაც წინა კენჭისყრებზე მხარი დაუჭირა და რაიმე გარიგებაში შევა იმ ადამიანებთან, ვისაც უნდა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
საკანონმდებლო ორგანოში საკონტიტუციო ცვლილებების მესამე კენჭისყრა დღეს გაიმართება.