“დარწმუნებული ვარ, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება მყარი მხარდაჭერა იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებმაც დოკუმენტს მეორე მოსმენისას ხმა მისცეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე დეპუტატებს ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მათ არაერთგზის მოუწოდეს ელჩებმა, რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, თუმცა ისინი ღიად უპირისპირდებიან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს. ბუნებრივია, მათ ამისთვის დაეკისრებათ საკმაოდ მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ რომელიმე დეპუტატმა ხმა არ მისცა, ეს იქნება ღია გარიგებაში შესვლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამას, ალბათ, არცერთი დეპუტატი გარისკავს. აქედან გამომდინარე, არავითარი რისკის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები“, – განაცხადა კობახიძემ.
საკანონმდებლო ორგანოში საკონტიტუციო ცვლილებების მესამე კენჭისყრა დღეს გაიმართება.