გურამ მაჭარაშვილი: მესამე მოსმენით ჩვენ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მმართველი გუნდი დღესაც მობილიზებულია
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარს დაუჭერს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ხმათა უმრავლესობით დღესაც მობილიზებულია.
„მმართველი გუნდი, როგორც ყოველთვის, დღესაც მობილიზებულია ხმათა აბსოლუტური რაოდენობით, როგორც ეს იყო პირველ და მეორე მოსმენაზე. ასევე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მხარს უჭერენ ის დეპუტატები, რომლებიც ქმნიან უკვე, ჯამურად, 116 ხმას. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მესამე მოსმენით და საბოლოოდ საარჩევნო სისტემა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დამტკიცდება.
რაც შეეხება ოპოზიციას – იმ რადიკალურ ნაწილს, რომელიც ხან უჭერს მხარს და ხან არ უჭერს, ამ შემთხვევაში ჩვენ სუბიექტურად, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, უფრო მომგებიან პოზიციაში ვიქნებით, თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ, მაგრამ გავა საკონსტიტუციო ცვლილებები. თუმცა სახელმწიფოებრივად და ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ ყველა პოლიტიკური სპექტრის მიერ იქნეს მხარდაჭერილი, რასაც მათ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებენ. იმედი გვაქვს, ეს ასეც იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს მესამე, საბოლოო მოსმენით კენჭს უყრიან.