პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით დღეს უყრის კენჭს

საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე კენჭისყრა დღეს გაიმართება.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ ფრაქციები -‘”ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”. როგორც ისინი ამბობენ, გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

ცვლილებებს მხარს უჭერენ „პატრიოტთა ალიანსი“, „დამოუკიდებელი დეპუტატები“ და საპარლამენტო უმრავლესობა, რომელთა ხმებიც ცვლილებების მისაღებად საკმარისი იქნება.

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას 116 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

„ძველმა ოპოზიციამ უკვე მიიღო თავისი გადაწყვეტილება. წინა კენჭისყრაზე მათ მხარი არ დაუჭირეს და ამით დააფიქსირეს თავისი უპასუხისმგებლობა პოლიტიკური შეთანხმებისა და დემოკრატიის მიმართ. ისინი აღმოჩდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. სანაცვლოდ, ახალმა ოპოზიციამ, ვფიქრობ, დაიჭირა ძალიან პასუხისმგებლიანი პოზიცია. მათ მხარი დაუჭირეს ცვლილებებს, რომლებიც დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მისი შედარება არ შეიძლება რომელიმე კონკრეტულ საქმესთან, რაოდენ შეწუხებულიც  უნდა იყოს ძველი ოპოზიცია ამ საქმეებით. ამიტომ, ვფიქრობ, მათი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში არის მხოლოდ მათ უპასუხისმგებლობაზე, გავლენას რეალურად ვერ მოახდენს კენჭისყრის შედეგზე. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამ ცვლილებებს. თუ ძველი ოპოზიცია არ შემოვა პროცესში და გააგრძელებს თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნას, ამისთვის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის უკვე არჩევნებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები