თბილისის ტერიტორიაზე საველე ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევები ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე საველე ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევების პირველი ეტაპი განახორციელეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევების საფუძველზე შექმნილი ბუნებრივი საფრთხეების რუკებს მაღალი რისკის შემცველი ადგილების იდენტიფიცირებისთვის და ადრეული შეტყობინების სისტემის დასანერგად გამოიყენებენ, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სწორ და ეფექტიან მართვას.
საველე კვლევები კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფარგლებში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები