გიორგი გახარია ოპოზიციას 20 ივნისზე: პარლამენტის თქვენი ფრთა საერთოდ უცხო ადამიანებით იყო სავსე და ერთმანეთს კითხვას რატომ არ უსვამთ, ეს ხალხი აქ როგორ შემოვიდა, რა უნდოდა აქ? მიზანი რა ჰქონდათ?

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი იმ დღეს იყო პარლამენტის დაცვის წინა ხაზზე, ის იყო ჩემი ქვემდგომი. მე ხომ ამ შენობაში ვიყავი, სად არის ქალბატონი სამადაშვილი, აქ შემხვდა, მემუქრებოდა ახლა გაიქეცი აქედანო, თორემ ის ხალხი გარეთ რომ არის შემოვარდებაო და გაგაგდებენო, სიტყვა-სიტყვით, ამის ჩანაწერები არსებობს, მე კი არ ვიგონებ ამას. გარდა ამისა, ბატონო სერგო, რა არის იცით, სიმართლე ხომ ერთია, ყური შეიძლება ყველა მხრიდან მოაბა, მაგრამ თქვენც ხომ ჩემზე უკეთ იცით, რომ სამართლიანი აქცია, რომელიც მოქალაქეებმა დაიწყეს გავრილოვის ამ სავარძელში ჯდომის დროს, სადღაც 9 საათზე, ამის კადრებსაც მოგიტანთ, აი პარლამენტის თქვენი ფრთა საერთოდ უცხო ადამიანებით იყო სავსე და კითხვას ერთმანეთს რატომ არ უსვამთ ეს ხალხი აქ როგორ შემოვიდა, რა უნდოდა ამ ხალხს აქ? მიზანი რა ჰქონდათ? ქალბატონი სამადაშვილი რატომ მემუქრებოდა? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატის კითხვის პასუხისას განაცხადა, რომელიც 20 ივნისს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მაშინ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ის იცავდა დეპუტატებს, რათა გარედან პარლამენტში არ შევარდნილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თავს ესხმოდნენ პოლიციას.

„მე, შინაგან საქმეთა მინისტრი, მაშინ მოვედი იმისთვის რომ თქვენ, დეპუტატები დამეცავით, გარედან ხალხი რომ არ შემოვარდნილიყო, რომლებიც თავს ესხმოდნენ უკვე პოლიციას, პოლიციელებს ბრბოში იტაცებდნენ და ურტყამდნენ, თქვენი თავმჯდომარე რომ არის, ბატონმა ბაქრაძემ სურათი რომ გადაიღო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი მებრძოლი რომ გამოყავს დიდი ზრუნვით, ის სურათი რატო არ დადო თავის გვერდზე თავში რომ ურტყამენ, ჩაფხუტებს რომ ართმევენ და წიხლებით რომ არიან შემდგარნი? ეგ სურათი რატომ არ დადეთ?”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები