საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ საჯარო ლექცია – „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოწვევები Covid 19 პანდემიის პირობებში ” გახსნა და მასში მონაწილე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მისასალმებელი სიტყვით მიმართა – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საჯარო ლექცია, რომელიც ჩინეთის სახლხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ წაიკითხა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის (Research Institute Of China Studies ) ორგანიზებით ჩატარდა. ლექცია ეხებოდა ჩინეთში პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მიერ Covid -19 -ის წინააღმდეგ ბრძოლას.
საჯარო ლექცია ელექტრონული პორტალით Zoom -ის სისტემის გამოყენებით გაიმართა და მას სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები