გიორგი გახარია: ზუგდიდის, როგორც ქვეყანაში აგლომერაციის პოტენციალის მქონე ერთერთი ქალაქის განვითარება იქნება ძალზე სერიოზული

“რეალურად, რაც დღეს ზუგდიდში კეთდება გზების რეაბილიტაციის ნაწილში, არ გაკეთებულა 50 წელს; წყალმომარაგების ნაწილში ზუგდიდში წლის ბოლომდე ეს პრობლემები მოგვარდება და საერთოდ ზუგდიდის, როგორც ქვეყანაში აგლომერაციის პოტენციალის მქონე ერთერთი ქალაქის განვითარება, იქნება ძალზე სერიოზული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ კუთხით სერიოზული რესურსები მიიმართება.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში ზუგდიდი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და საერთოდ აფხაზეთის ფაქტორის გათვალისწინებითა და იმის გათვალიწინებით, რომ თბილისთან, ბათუმთან, ქუთაისთან ერთად ზუგდიდსაც აქვს პოტენციალი, გახდეს სერიოზული აგლომერაცია, სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები