გურამ მაჭარაშვილი: სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება არღვევს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია

„ჩემი შეკითხვა შეეხება ცრუ ინფორმაციის გავრცელების საკითხსებს. ეს მსოფლიო გამოწვევაა, მართალია. სამწუხაროდ, საქართველო არ არის გამონაკლისი ამ მიმართულებით”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, სამწუხაროდ, გახშირდა საქართველოში სიცრუეზე დაფუძნებული სხვადასხვა ინორმაციის გავრცელება სხვადასხვა მედიასაშუალებით, რაც, ერთი მხრივ, პრაქტიკულად, განუხორციელებელს ხდის და არღვევს საზოგადოების უფლებას, რომ მიიღოს სწორი, ობიექტური ინფორმაცია და თავად განსაჯოს მტყუან-მართალი და, მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ამცირებს საზოგადოების სანდოობას ყველა იმ პოზიტივის მიმართ, რაც  ქვეყანაში ხდება, თუნდაც, მათ შორის, საგარეო მიმართულებით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებით და სხვა.

„ჯამურად, ვღებულობთ სურათს, რომ ამ ეგრეთ წოდებული ფეიკნიუსებით ზიანდება ზოგადად სახელმწიფო, დემოკრატიული ინსტიტუტები, გამომდინარე აქედან მაქვს კითხვა – თქვენ ადრე გამოსვლაში ახსენეთ, რომ ფეიკნიუსის გავრცელება იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, დღეს როგორი ხედვა გაქვთ?

მართალია, ეს არის მსოფლიო გამოწვევა და ისეთი ძლიერი სახელმწიფოებიც კი, როგორიც შეერთებული შტატები და ევროპის განვითარებული ქვეყნებია, თითქმის ვერ უმკლავდებიან ამ პრობლებას, მაინც მაქვს იმედი, რომ ჩვენი ერთიანი შეტევით ამ გამოწვევის წინააღმდეგ შევძლებთ, რომ ეფექტურად გავუმკლავდეთ მას. ამიტომ მაინტერესებს თქვენი ხედვა, პრაქტიკულად, როგორ შეგვიძლია, რომ ამ სენს გავუმკლავდეთ, რომელიც არღვევს ამ ერთიანობას, რომელიც შეიძლება, ჩვენ გამოვიყენოთ ქვეყნის განვითრებისთვის”, – მიმართა პრემიერმინისტრს გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები