სტუდენტთა მობილობა დაიწყო
2013-14 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის ელექტრონული პორტალი (www.students.eqe.ge) გაიხსნა. სტუდენტებს არჩევანის გაკეთება 13 თებერვლის 18:30 სთ-მდე შეუძლიათ. მობილობის მსურველებს 5 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა აქვთ. კონკურსი სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებული საკონკურსო ქულის მიხედვით ხორციელდება. მობილობის შედეგები 14 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შედეგის გაგების შემდგომ სტუდენტმა მიმღებ დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოს. არსებული 67 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის პროცესში 7 საგანმანათლებლო დაწესებულება არ მონაწილეობს. დარჩენილი 60-დან, 47-მა 6982 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლიდან მობილობის პროცესში შემდეგი უნივერსიტეტები არ მონაწილეობენ: ა(ა)იპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია სსიპ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი; სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ა(ა) იპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. მობილობის საფასური 40 ლარია. სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტები გადასახადისგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა საქრთველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინერნეტითაა შესაძლებელი.