ჯანმო-ში ევროპაში კორონავირუსის ახალ აფეთქებაზე საუბრობენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანლის, ჰანს კლუგეს თქმით, ბოლო ერთი კვირაა, ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების მატება შეინიშნება.
ამის შესახებ კლუგემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“იმ დროს, როდესაც წლის დასაწყისთან შედარებით ინფიცირების გლობალური შემთხვევების შედარებით კლებას ვაფიქსირებთ, ევროპის რეგიონში ყოველდღიურად თითქმის 20 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და – 700-მდე მსხვერპლი. გასულ კვირას ევროპაში ინფიცირების ყოველდღიური ზრდა შეინიშნებოდა”, – აღნიშნა კლუგემ.
მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევები ბოლო ორ კვირაშია გაზრდილი 30 ქვეყანაში, მათგან 11-ში მკვეთრი ზრდაა.
კლუგეს თქმით, ამასთანავე, პოლონეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და ისრაელში ახალი შემთხვევების ზრდაზე სწრაფი რეაგირება მოახდინეს.