არჩილ თალაკვაძე: ძველმა ოპოზიციამ აირჩია არასწორი სტრატეგია და ახლა ვეღარ გამოდის ჩიხიდან

„ძველმა ოპოზიციამ, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ქმნიან, აირჩია არასწორი სტრატეგია და ყოველდღირად იხდიან ფასს ამ არასწორ არჩევანში – ვეღარ გამოდიან ჩიხიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პოსტივის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მათ ასი პროცენტით ეგონათ, რომ ხელისუფლება ემზადებოდა საკონსტიტუციო ცვლილების ჩასაგდებად, ამიტომ აირჩიეს სტრატეგია, რომ რურუა არის ძველი ოპოზიციის ლიდერი, თითქოს, ის არის ტყვეობაში და ჯობს, საკონსტიტუციო ცვლილება მათი ლიდერის დაჭერის გამო ჩავარდეს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” ლიდერებმა თავის ამომრჩევლებს დაუსახეს პროგრამა, რომ ჩვენი ლიდერი არის დაპატიმრებული და ჩვენი მთავარი მიზანი არის,  “გამოვიხსნათ” ეს ადამიანი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით. ისინი თვითონ გახდნენ ამ “ფეიკ” ნარატივის ტყვეობაში და დღეს სხვა გადაწყტვეტილების მიღება უჭირთ – დაკარგავენ მხარდამჭერებს.

„რომ გამოვიდნენ და თქვან, მოდით, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება ჯანსაღი პოზიცია, მაგრამ მათ უკვე დაარწმუნეს თავიანთი მხარდამჭერები და დაუსახეს პროგრამა, რომ გიორგი რურუა თუ არ გამოვა, დემოკრატიას საქართველოში მომავალი არ აქვს, არჩევნები ვერ ჩატარდება და პოლიტიკური პროცესის ბლოკირებაა საჭირო – ახლა ამ პროგრამიდან ვეღარ გამოდიან. დღეს დაინახეს, რომ ხელისუფლებამ თავის პირობა შეასრულა – ის, რაც ჯერ კიდევ 2018 წელს ჩვენ ავსახეთ კონსტიტუციაში, ახლა დამატებით გავაკეთეთ 2020 წლის არჩევნებთან მიმართებითაც. სად იყვნენ მაშინ საერთოდ ეს ადამიანები? – მაშინაც დაბლოკეს საკითხი და მხარი არ დაუჭირეს საკონსტიტუციო რეფორმას. ისინი, ვინც ასე ემოციურად და გულთბილად საუბრობენ პროპორციულ სისტემაზე, დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში და არასოდეს უცდიათ საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციულით. როცა განაცხადეს, მხარს ვუჭერთ ცვლილებებსო, მაგრამ ხმას არ მივცემთო – ეს არის ლუსტრაცია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები