ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი განახლებული ექსპოზიციით იხსნება

“2020 წლის 30 ივნისს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი განახლებული ექსპოზიციით გაიხსნება. პანდემიის შემდეგ, მუზეუმი, სახელმწიფო რეგულაციების თანახმად, ახალი წესებით უმასპინძლებს დამთვალიერებელს. დაცული იქნება ყველა ის ზომა და რეკომენდაცია, რომლითაც მსოფლიოს მუზეუმებში ხელმძღვანელობენ, – ამის შესახებ “კვირას” მუზეუმიდან აცნობეს.

“დეზობარიერი, სიცხის გაზომვა, სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა – ეს სამუზეუმო ცხოვრების ახალი რეალობაა.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი რამდენიმე ახალი ექსპოზიციით იხსნება. სივრცეს დაემატა მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი მხატვრის – ანა შალიკაშვილის ახალი დარბაზი.
გარდა ამისა, ფონდიდან მუზეუმის კედლებზე გადაინაცვლებს ქეთევან მაღალაშვილის აქამდე უცნობი ნამუშევრები და ეწყობა მხატვრის ახალი ექსპოზიცია.
ასევე, მუდმივმოქმედ ექსპოზიციას შეემატა ახალგაზრდა მხატვრის – გიორგი კუხალაშვილის ნამუშევრების მთელი კედელი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის,

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები