გიორგი შაქარაშვილის ბიძა: ღამის ორ საათზე მდინარეში საბანაოდ არ ჩასულა, სიმართლე უნდა გაირკვეს

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი დღეს დაკრძალეს.

შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახისთვის მთავარი სიმართლის დადგენაა.

“ოჯახისთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, გავიგოთ ზუსტად ბავშვს დაზიანებები აქვს თუ არა მიყენებული სოცოცხლის პერიოდში. თუ სიცოცხლის პერიოდში აქვს დაზიანებები მიყენებული, დღესაც გიდასტურებთ, რომ ძალიან ცუდ ამბავს დავატრიალებთ. უნდა ვიცოდეთ ეს გადაჭრით და კატეგორიულად. გიორგი თვითონ, ნებაყოფლობით ღამის ორ საათზე არაგვში საბანაოდ რომ არ ჩასულა ეს ვიცით სულ ყველამ, ანუ წინ კონფლიქტური გარემოებები არსებობდა”, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი მაშველებმა 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები