ეკატერინე ტიკარაძე: ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს ქვეყანაში და ვინარჩუნებთ საკარანტინე პირობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ბრუნდებიან

“ჩვენ ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს ქვეყანაში, რომლებიც დღესაც ძალაშია და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინე პირობებს, რომლებიც გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ბრუნდებიან”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ევროპის ქვეყნებშიც ფიქსირდება ინფექციის აღმასვლა, რაც წარმოადგენს ძალიან დიდ რისკს საქართველოსთვის.

„ზოგადად, ორ ქვეყანას შორის ვთანხმდებით, თუ იქ არის ინფექციის აღმავალი ტალღა, მაშინ ეს გამოავლენს ძალიან დიდ რისკს საქართველოსთვის, რომ საქართველოშიც შემოვიდეს ინფექცია და ეს ინფექცია გართულდეს. აქედან გამომდინარე, გადაიდო ფრენები ისრაელთანაც. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და დღესაც გვაქვს ევროპის ქვეყნებთან, მაგრამ ამ ეტაპისთვის ევროპის ქვეყნებშიც ფიქსირდება ინფექციის აღმასვლა, რაც წარმოადგენს ძალიან დიდ რისკს საქართველოსთვის. ჩვენ ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს ქვეყანაში, რომლებიც დღესაც ძალაშია და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინე პირობებს, რომლებიც გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ბრუნდებიან“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები