კელი დეგნანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის სრული მხარდაჭერით იყოს მიღებული

“ყველას სურს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს. პარლამენტში ორი მოსმენა გაიმართა, რომელიც დამდეგი არჩევნებისთვის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას შეეხებოდა. ეს იქნება დიდი წარმატება, თუ ცვლილებები პარლამენტში სრული მრავალპარტიული მხარდაჭერით გავა”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის სრული მხარდაჭერით იყოს მიღებული.

„ყველას სურს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს. პარლამენტში ორი მოსმენა გაიმართა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას შეეხებოდა დამდეგი არჩევნებისთვის. ეს იქნება დიდი წარმატება, თუ ცვლილებები პარლამენტში სრული მრავალპარტიული მხარდაჭერით გავა. ეს იქნება ერთგულების გამოხატულება დემოკრატიული პროცესის მიმართ, რაც საქართველოშია და შექმნის უკეთეს პირობებს არჩევნებისთვის. ჩვენ გვესმის, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, გადაიდგას ნაბიჯები, რათა ეს დაპირებები შესრულდეს. იმედი გვაქვს, ასეც იქნება, შეთანხმება შესრულდება და კონსტიტუციური ცვლილებები დამტკიცდება და ასევე მიღებული იქნება საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა. ის ასახავს ეუთო-ს რეკომენდაციებს, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც კანონმდებლობაში ასახული არ არის და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხებიც აისახება, რაც მისცემს ამომრჩევლებს იმის რწმენას, რომ შეუძლიათ მათ, თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში გავლენებისგან თავისუფლად და მიიღონ სანდო შედეგები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იყოს პარლამენტის სრული მხარდაჭერით მიღებული“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები