“საუკეთესო პრაქტიკები გვეუბნება, რომ როცა საქმე საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო რეფორმას ეხება, ის რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერის საფუძველზე უნდა განხორციელდეს”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„ეს არის ნიშანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ – მის ფარგლებს გარეთ, მთელი მსოფლიოსთვის. როცა საქმე საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო რეფორმას, ეხება, საუკეთესო პრაქტიკები გვთავაზობს, რომ ის რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რათა ეს იყოს იმის ნიშანი, რომ თამაშის წესები შეთანხმებულია”, – აღნიშნა ჰარცელმა.