სესხები ეროვნულ ვალუტაში 1.5 %-ით გაძვირდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის მაისში წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი მთლიან სესხებზე შეადგენდა 13,6%-ს, რაც 1,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სებ-ის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი წლის განმავლობაში 14,8%-დან 16,9%-მდე გაიზარდა. სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე გაიზარდა. დროის ამავე პერიოდში, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 21,6%-ს, ეს კი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 4,5%-ით მეტია.

უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი წლის განმავლობაში შემცირდა. თუ მიმდინარე მაისში უცხოურ ვალუტაში ფიზიკურ პირებზე გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 6,5%-ზე დაფიქსირდა, გასული წლის იმავე პერიოდში 7,2%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებს – ლარში გაცემული სესხები 10,6%-დან 12,3%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი საპროცენტო კანაკვეთი 7,3%-დან 6,8%-მდე შემცირდა. მთლიანად უცხოურ ვალუტაში სესხების საპროცენტო განაკვეთი 0,5%-ით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები