შემოსავლების სამსახური: 1113 მებაჟეს გამოკვლევა ჩაუტარდა – კორონავირუსი არცერთ მათგანს დაუდგინდა
ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, 11-24 ივნისს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟოგამშვები პუნქტების: ,,სადახლო საავტომობილო“, ,,სარფი“, ,,ლაგოდეხი“, ,,ვალე“, ,,წითელი ხიდი“, ,,ნინოწმინდა’’, ,,მტკვარი“, ,,ყაზბეგი“, ,,კარწახი’’, ,,გუგუთი“, ,,გარდაბანი“ ,,სადახლო სარკინიგზო“, ,,ბათუმის პორტი“, ბათუმის აეროპორტი“, ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“, ასევე ,,კარწახი-ახალქალაქი-სარკინიგზოსა“ და ფოთისა და ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის 1113 მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსი არცერთ მათგანს დაუფიქსირდა.
“ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟოგამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.