ირაკლი კობახიძე: საქართველოში პოლარიზაციას იწვევს არა კრიმინალების ციხეში ჯდომა, არამედ ის, რომ ისინი არიან პოლიტიკაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში პოლარიზაციას იწვევს არა ის, რომ კრიმინალები სხედან ციხეში, არამედ ის, რომ კრიმინალები პოლიტიკაში არიან.
ირაკლი კობახიძემ გიორგი რურუასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ეს არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იმ პოლარიზაციისა, რომელიც დღეს გვაქვს, ანუ კრიმინალები უნდა იყვნენ ციხეში და არა – პოლიტიკაში. სანამ სხვანაირად იქნება და, სამწუხაროდ, დღეს სხვანაირად არის, მანამდე იქნება პოლარიზაცია. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და სწორედ ამიტომ გვყავს კრიმინალური ოპოზიცია. ოპოზიციაში წინა პლანზე კრიმინალები არიან. ფაქტობრივად, რურუა გამოცხადებულია, როგორც ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი, რაც ყველაფერზე მეტყველებს“, – განაცხადა კობახიძემ.