ყოველ მესამე პაციენტს, რომელმაც ახალი ტიპის კორონავირუსი დაამარცხა, შესაძლოა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ფილტვები ჰქონდეს დაზიანებული, ასევე, ის ქრონიკულ დაღლასა და ფსიქიკურ აშლილობას განიცდიდეს.
ასეთი დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტები, – წერს The Daily Telegraph-ი.
კვლევის თანახმად, განკურნებულთა 30%-ს შესაძლოა, მომავალში ფილტვების ფიბროზი განუვითარდეს. ეს არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ფილტვის ბოჭკოვანი დამაკავშირებელი ქსოვილის გადიდება, რაც სასუნთქი ფუნქციის გაუარესებასა და სისხლში ჟანგბადის მიწოდების გაუარესებას იწვევს.
გარდა ამისა, განკურნებულთა ნახევარს შესაძლოა, აღენიშნებოდეს ფიზიკური, კოგნიტიური და ფსიქიკური აშლილობა და 70%-ს შესაძლოა, ბოდვითი აშლილობა განუვითარდეს. გარდა ამისა, ყოველ მეათე პაციენტში გულის მკვეთრი დაზიანება შეინიშნება.
მეცნიერების თქმით, არსებობს ასევე იმის მონაცემი, რომ კორონავირუსს შეუძლია ტვინის დაზიანება, რაც საბოლოდ შესაძლოა, ალცჰაიმერის დაავადებაში გადაიზარდოს.