საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 771-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 914-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პირი იმყოფება.
ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.