ადამ კინზინგერი: თუ აშშ-ის პოლიტიკოსები რაღაცას ამბობენ, ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ არ მოსწონხართ, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი გვიყვარს

თუ აშშ-ის პოლიტიკოსები რაღაცას ამბობენ, ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ არ მოსწონხართ, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი გვიყვარს და ინტერესი გვაქვს“, – ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა მედიისთვის გამართულ ვიდეო კონფერენციაში განაცხადა,

მან უპასუხა კითხვას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ ეს კავშირი იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ურთიერთობაა. თუ შეხედავ საქართველოს, თქვენ ნატო-ს წევრიც კი არ ხართ (და ჩვენ გვსურს, რომ ნატო-ში წევრად გაგხადოთ), მაგრამ ავღანეთის მისიაში ჩვენ გარდა ყველაზე დიდი მონაწილე ხართ, და შეხედეთ იმას, თუ როგორი პარტნიორობა გვაქვს წვრთნებისა და ჯარისკაცების მიმართულებით. გვესმის შავი ზღვის მნიშვნელობაც და ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ვფიქრობ, პრობლემა ისაა, და მესმის კიდეც ის, რომ როდესაც არსებობს კონგრესმენთა გარკვეული რიცხვი, რომელიც კონკრეტულ საკითხზე წერილებს წერენ, თუნდაც, ეს არჩევნებს შეეხებოდეს, შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს მეგობრობა ნელდება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ: თუ აშშ-ს პოლიტიკოსები რაღაცას ამბობენ, ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ არ მოსწონხართ, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი გვიყვარს და გვაქვს ინტერესი. მთელი მსოფლიოს გარშემოა ქვეყნები, რომელზეც ასე არ ვილაპარაკებდი, რადგან ამდენად ჩვენი მეგობრები არ არიან. ასე რომ, ესაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ეს ჩვენთვის მძლავრი კავშირია და ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. აქაც, ამერიკაშიც ხდება ხოლმე შიდა დაცალკევება, მოხდება საქართველოშიც, თუმცა ზოგჯერ ეს უნდა დავაფასოთ, რადგან მრავალფეროვნება უფრო გვაძლიერებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ძალიან გაბრაზებულები ვიყოთ. თუმცა, ჩვენ საქართველოს გვერდზე ვდგავართ“, – აღნიშნა კინზინგერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები