ადამ კიზინგერი: ჩემი მოწოდებაა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელება, ვიმედოვნებ, საბოლოო მოსმენაზე ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება

“დღეს ინფორმაცია მივიღე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა. მსურს, მივულოცო ყველას ეს პოზიტიური ნაბიჯი”, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი, ადამ კიზინგერი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენით მიღებას.

კიზინგერის განცხადებით, მისი მოწოდება 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელებაა.

„დღეს ინფორმაცია მივიღე, რომ ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა. როგორც მივხვდი, მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ მისცა ხმა. მსურს, მივულოცო ყველას ეს პოზიტიური ნაბიჯი. ჩემი მოწოდებაა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელება. მე არ დავიწყებ განსჯას, ვინ არის მართალი და მტყუანი. ჩვენი საქმეა, გავაგრძელოთ ორივე მხარის გამხნევება, რომ იმუშაონ ერთობლივად და სწორედ ამას ვაკეთებ ახლა. ვიმედოვნებ, საბოლოო მოსმენაზე ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება. მხარეებს შორის მიღწეული 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს. მე არ შევალ დეტალებში. შეთანხმების ყველა ხელმომწერმა იცის შეთანხმების პირობები. პარლამენტში მიღწეულია მართლა კარგი პროგრესი ამ მიმართულებით. არის კიდევ ერთი მოსმენა და დარჩენილია კიდევ ნაბიჯები. საჭიროა შეთანხმების სრულად შესრულება. ყველა ქართველი იმსახურებს, რომ პარლამენტი წარმოადგენდეს მათ. ასევე, თავისუფალი და სამართლიანი მართლმსაჯულება წარმოადგენდეს ყველა ქართველს. მე მხარეს არ ვუჭერ, ეს არაკორექტული იქნება. რაც შეეხება დეტალებს – ეს დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეებზე, რომ იმუშაოს დემოკრატიისთვის“, – განაცხადა კიზინგერმა.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით, 115 ხმით მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები